ფინეთში მომხდარ თავდასხმას ტერორიზმის კვალიფიკაცია მიანიჭეს

შეიარაღებული თავდასხმა, რომელიც ფინეთის ქალაქ ტურკუში მოხდა, ფინეთის პოლიციამ ტერორისტულ აქტად შეაფასა. მომხდარის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა და 8 დაშავდა.

“მომხდარს ვიძიებდით, როგორც მკვლელობას, თუმცა გასულ ღამეს დამატებითი ინფორმაციის მიღების შემდეგ დავადგინეთ, რომ დანაშაულებები მოიცავს ტერორისტული განზრახვით მკვლელობებსa და მათ მცდელობებს,” – აცხადებენ პოლიციაში.

დანით თავდასხმებისთვის ტურკუში 18 წლის მაროკოს მოქალაქე გუშინ დააკავეს. ორივე მოკლული ფინეთის მოქალაქეა. დაჭრილებს შორის შვედეთის და იტალიის მოქალაქეები არიან.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების მანქანები და პოლიციის ეკიპაჟები 18.07.17 ფოტო: EPA/ARI MATTI RUUSKA

გადაცვლილების ხსოვნას პატივი ქალაქის ერთ-ერთ მოედანზე მიაგეს 19.08.17 ფოტო: EPA/MARKKU OJALA