გორის ციხესთან 5 ჰა-მდე ფართობს ცეცხლი გაუჩნდა

დღეს, 17 აგვისტოს, გორის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე 4-5 ჰექტრამდე ფართობზე ხმელ ბალახს ცეცხლი გაუჩნდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, ხანძარი დაახლოებით 17:00 საათზე გაჩნდა. სააგენტოს ცნობით, ცეცხლი უკვე ლიკვიდირებულია და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.