მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, მეტროსადგური “უნივერსიტეტი” სატესტო რეჟიმში მუშაობს და სავარაუდოდ 15-დან 20 სექტემბრამდე გაიხსნება, რის შემდეგაც სადგურით სარგებლობას მგზავრებიც შეძლებენ.

პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ახორციელებს და მისი ღირებულება 83,000,670.45 ლარია. ის რიგით 23-ე მეტროსადგური იქნება ქალაქში.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *