თბილისის მერიის გამწვანების სამსახურის მიერ გაცემული ნებართვით ყაზბეგის გამზირზე მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსებეს მშენებლობის გამო საღი ხეები 17 აგვისტოს გაჩეხეს. პარტიზანმა მებაღეებმა თბილისის მერიასთან პერმანენტული აქციები იმავე დღეს დაიწყეს, ხოლო რამდენიმე მათგანი კვირაზე მეტხანს შიმშილობდა. საბოლოოდ, თბილისის მერმა მორატორიუმი გამოაცხადა ხეების ჭრის საკითხზე. თუმცა, როგორც გარემოსდამცველები აცხადებენ, ჯანსაღი ხეების ჩეხვა მერიის ნებართვით დღემდე გრძელდება.