‘ვენდი’ ვადაგასული პროდუქციის გამოყენების გამო 500 ლარით დააჯარიმეს

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ‘ვენდის’ სწრაფი კვების რესტორანი ვადაგასული პროდუქციის გამოყენების გამო 500 ლარით დააჯარიმა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, მონიტორებმა ‘ვენდის’ რუსთაველის გამზირის ფილიალში 7 აგვისტოს შეამოწმეს დოკუმენტები, რის შემდეგაც დაადგინეს, რომ ისინი ვადაგასულ პროდუქციას იყენებდნენ.

სააგენტოს ცნობით, ვადაგასული პროდუქცია დალუქეს და გაანადგურეს. სააგენტომ ‘ვენდი’ მოქალაქის შეტყობინების საფუძველზე შეამოწმა.