12 საათის მონაცემებით, სამტრედიაში ხმა 9 000– მა ამომრჩეველმა მისცა

“არჩევნები მიმდინარეობს სავსებით ნორმალურ სიტუაციაში. რამდენადაც ჩვენამდე ინფორმაცია მოვიდა, მნიშვნელოვან დარღვევას ადგილი არ აქვს. ისეთი დარღვევა არ მომხდარა, რაც შუალედური არჩევნების შედეგებზე გავლენას მოახდენდა. საერთოდ, სულ ასე ხდება შუალედურ არჩევნებზე, აქტივობა დაბალია და თუ დღეს 22 000 კაცი გამოცხადდა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ არჩევნები შედგა”–განაცხადა ავთანდილ ლომიამ. 

 

შეგახსენებთ, რომ სამტრედიის 50 საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად 48 163 ადამიანია დარეგისტრირებული.