სოფელ შავშვებთან მეხანძრეები ხანძრის ლოკალიზებას ცდილობენ

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შავშვებთან, სახნავ-სათესი მიწების ტერიტორიაზე ხანძარია. როგორც “ნეტგაზეთს” შსს-ის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ცეცხლი გამხმარ ბალახს უკიდია. ამ დროისთვის ადგილზე 3 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი მუშაობს, რათა ხანძრის ლოკალიზება მოახდინონ.

როგორც, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, ტერიტორია, რომელზეც ხანძარია გავრცელებული, დასახლებული პუნქტის სიახლოვეს არაა და ცეცხლის მოსახლეობაზე გავრცელების საფრთხე არ არსებობს.