სააკაშვილი სამუშაო ვიზიტით აშშ–ში გაემგზავრა

“ქვეყნის პირველი პირი დალასში ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრის გახსნის ცერემონიალს დაესწრება, არიზონას შტატში იგი მონაწილეობას მიიღებს ჯონ მაკკეინის ინიციატივით მოწყობილ „სედონას ფორუმში.“ ამას გარდა, დაგეგმილია შეხვედრა სახელმწიფო მდივანთან ჯონ კერისთან, რომელიც ამ რანგში პირველად შეხვდება მიხეილ სააკაშვილს. ვაშინგტონში საქართველოს პრეზიდენტი ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენს შეხვდება”, – ნათქვამია რპეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.