ხანძარი აგარის შაქრის ქარხანაში

როგორც ტელეკომპანია “მაესტრო” იუწყება, ცეცხლი ქარხნის სადურგლო სახელოსნოში გაჩნდა.

 

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია შიდა ქართლში არსებული ყველა ხანძარსაწინააღმდეგო და სამაშველო სამსახურები.

 

ცნობილია ისიც, რომ ქარხნის ძირითადი ნაგებობები ხანძარს გადაურჩა.

 

მიზეზები, რის გამოც ქარხანაში ცეცხლი გაჩნდა, ჯერჯერობით გაურკვეველია. ხანძრის გამომწვევი მიზეზის დასადგენად უკვე დაწყებულია გამოძიება.