“კერძოდ: სამართალდამრღვევს ჯარიმა ეკისრება ყოველი მოტეხილი ტოტისათვის, რომელიც შესაძლოა შეადგენდეს მიზერულ თანხას; თუმცა, გარემოზე მიყენებული ზიანის სიმძიმის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ჯარიმა მერყეობს 200-დან 600 ლარამდე, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ გარემოსათვის მიყენებული ზიანი 1000 ლარს გადააჭარბებს – აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც გარემოს დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ცნობით, ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით დიდი რაოდენობით იჭრება და იყიდება ბზის ტოტები.
გაცნობებთ, რომ კოლხური ბზის განადგურების რეალური საფრთხის არსებობიდან გამომდინარე, გარემოს დაცვის სამინისტროსა და სსიპ ბუნებრივი რესურსების სააგენტოს ერთობლივი ძალისხმევით მკაცრდება კონტროლი ბზის მოჭრაზე და სამართალდამრღვევზე გავრცელდება კანონით დადგენილი სანქციები,” – აცხადებენ სამინისტროში.
ბზობის დღესასწაული აღდგომამდე ერთი კვირით ადრე აღინიშნება.
