გასული წლის ნოემბერში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილი მოსწონდა გამოკითხულთა 80%-ს, ხოლო დავით უსუფაშვილი 63%-ს.
წინა კვლევის მსგავსად, ამჯერადაც ყველაზე მეტად საქართველოში ისევ კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მოსწონთ (92%).
უსუფაშვილს რეიტინგით მოსდევენ: თინა ხიდაშელი, ეკა ბესელია და ზვიად ძიძიგური.
NDI-ს გამოკითხვით, შემცირებულია “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერთა რეიტინგი: მაგალითად, ვანო მერაბიშვილი მოსწონს გამოკითხულთა 26%-ს, მიხეილ სააკაშვილი და გიგი უგულავა – 25%-25%-ს. უშიშროების საბჭოს მდივნის გიგა ბოკერიას რეიტინგი კი მხოლოდ 8%-ია.
“ნაციონალებიდან” ყველაზე მეტი მოწონებით დავით ბაქრაძე სარგებლობს (48%).
საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი გამოკითხულთა მხოლოდ 18%-ს მოსწონს, ცესკოს თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი კი – 7%-ს.
NDI-ს კიდევ ერთი კითხვა იყო – როგორ შეაფასებთ ამა თუ იმ პირის საქმიანობას?
პატრიარქის საქმიანობას გამოკითხულთა 73% აფასებს ძალიან კარგად, ბიძინა ივანიშვილის შემთხვევაში – 28% და უსუფაშვილის შემთხვევაში- მხოლოდ 6%.
კვლევა მიმდინარე წლის 13-დან 27 მარტის პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით პირისპირ ინტერვიუს სახით 3,103 რესპონდენტის გამოიკითხა წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/-
2.5 %.
NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტო (Sida) და ატარებს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC).