აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის მთავარი აქცენტები

ნათქვამია, რომ ეუთოს დამკვირვებლებისა და ევროპის საბჭოს თანახმად,  პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები მნიშვნელოვანი ნაბიჯია დემოკრატიული არჩევნების განმტკიცების გზაზე. მათი შეფასებით,  არჩევნები იყო კონკურენტუნარიანი, გამოირჩეოდა მოქალქეთა აქტიურობით წინასარჩევნო კამპანიების დროს, მათ შორის მშვიდობიანი აქციების სახით. თუმცა 2012 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ წინაასარჩევნო პერიოდი იყო პოლარიზებული, დაძაბული და ხასიათდებოდა მკაცრი რიტორიკით და მცირე ძალადობის მაგალითებით.


“კამპანიას აფუჭებდა პარტიის აქტივისტების და მხარდამჭერების  შევიწროვება და დაშინება, რაც ხშირად სრულდებოდა ოპოზიციასთან ასოცირებული მხარდამჭერების დაკავებით ან დაჯარიმებით. ზღვარი  სამთავრობო რესურსების გამოყენებისა და “ნაციონალურ მოძრაობის” წინასაარჩევნო კამპანიის აქტივობისას დროდადრო ბუნდოვანი იყო.  1992 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობის მიღებიდან, აღნიშნული არჩევნების მეშვეობით პირველად მოხდა ძალაუფლების დემოკრატიული გადაცემა. არჩევნების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობა ოპოზიციურმა პარტია “ქართულმა ოცნებამ” მოიპოვა. “ქართული ოცნების” წევრები წარმოადგენენ პრემიერ–მინისტრს და მინისტრთა კაბინეტს 25 ოქტომბრის შემდეგ. პრეზიდენტი ინარჩუნებს ძალაუფლებას მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებამდე”.– ნათქვამია ანგარიშში. 


მასში ასევე გამოყოფილია ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემები ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, აღნიშნულს  საქართველოში წარმოადგენდა:

 

პატიმრების წამება და არსათანადო მოპყრობა არჩევნებამდე და სტანდარტისთვის შეუსაბამო სამყოფი პირობები პატიმრებისთვის.

 

სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და ობიექტური სასამართლოს აღმასრულებელი ქმედებების კონტროლის არარსებობა, რაც იწვევს პროცესუალური ნორმების დაცვის უთანასწორობას, აღნიშნული წინასაარჩევნო კამპანიის დროს გაძლიერდა.

 

ხელის შეშლა ძირითადი თავისუფლების განხორციელებისას, რომელიც უკავშირდება გაერთიანების, შეკრების და გამოხატვის თავისუფლებას, განსაკუთრებით პოლიტიკური ოპონენტების წარმომადგენლების მისამართით.


“სხვა პრობლემები, რომელთა შესახებაც ცნობილია, მაგალითად, წინასასამართლო განცხადებები,  უკავშირდება იძულებით ქონების გადაცემას.  რიგი ფიზიკური პირების განცხადებით, დაუსაბუთებლად ავიწროვებდნენ, სამსახურის კარგავდნენ ან აპატიმრებდნენ ოჯახის წევრების პოლიტიკური აქტივობის გამო, რაც დაკავშირებული იყო “ქართული ოცნების” მხარდაჭერასთან”


ანგარიშში ნათქვამია, მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც საკაბელო პროვაიდერებმა ვალდებულება აიღეს ეჩვენებინათ ყველა მთავარი ახალი ამბების გამოშვებები წინასაარჩევნო პერიოდში, ივნისსა და ივლისში მთავრობამ “დააპატიმრა” სატელიტური თეფშები, რომლებიც უზრუნველყოფდა ინფორმაციის ფართო ხელმისაწვდომობას დედაქალაქს გარეთ. ასევე ნათქვამია, რომ ზოგიერთი ჟურნალისტის თქმით, ისინი იყვნენ პოლიციის მხრიდან ფიზიკური და ვერბალური თავდასხმების ობიექტები  და  მთავრობის წარმომადგენლების მხრიდან დაშინების ობიექტები რეპორტინგის დროს.


“ბევრი იძულებით გადაადგილებული პირი ცხოვრობს სტანდარტებისთვის შეუფერებელ და ღარიბ პირობებში. არჩვენების შემდეგ “ნაციონალური მოძრაობის” 35 წევრი გადადგა, ზოგიერთის  განცხადებით,  ზეწოლის გამო. ასევე ფიქსირდება ოჯახური ძალადობის მაღალი მაჩვენებელი. საქართველო არა მხოლოდ წყარო, ასეევ ტრანზიტი ქვეყნაც იყო ადამიანთა ტრეფიკინგის. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ დასაჯა ოფიციალური პირები, რომლებმაც ადამიანთა უფლებები დაარღვიეს, წინასაარჩევნო ხელისუფლება ხშირად წყვეტდა ასეთი საქმეების გამოძიებას და ხელს უწყობდა დაუსჯელობის ატმოსფეროს შექმნას. თუმცა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ყოფილი ხელისუფლების 25-ზე მეტ მაღალჩინოსანს წაუყენეს ადამიანთა წამების, უფლებამოსილების გადაჭარბებისა და კორუფციის ბრალდება”.


ანგარიშში საუბარია ოკუპირებულ ტერიტორიებზეც და ნათქვამია, რომ დე ფაქტო აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეგიონებში შექმნილი  მდგომარეობა ცენტრალური ხელისუფლების კონტროლს მიღმა რჩება.  

 

“ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაშია, მაგრამ დე ფაქტო აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რეგიონებში  ფიქსირდება ძალადობის შემთხვევები. რუსი მესაზღვრეები ადგილობრივ მოსახლეობას გადაადგილებას უზღუდავენ მაშინ, როცა  ძალიან ცოტა ოფიციალური ინფორმაცია ვრცელდება იქ არსებულ ადამიანის უფლებების დაცვასა და ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე.  დე ფაქტო ხელისუფლება აგრძელებს ადამიანთა უფლებების შეზღუდვას, პირველ რიგში, ქართველების მიმართ, უზღუდავენ მათ არჩევნებში ხმის მიცემის ან პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის, საკუთრების ფლობის, ბიზნესის დარეგისტრირების უფლებასა და მოგზაურობას. ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ უარი განაცხადა იმ ეთნიკური ქართველების უკან დაბრუნებაზე, რომელთაც რეგიონი 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ დატოვეს. მათ ნება არ დართეს საერთაშორისო ორგანიზაციებს ჰუმანიტარული დახმარების გაწევაზე, გარდა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისა.” – ნათქვამია ანგარიშში.