ქრთამის აღების ფაქტზე ქარელის გამგებელი დააკავეს

ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. 

 

“გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა ქარელის რაიონის სოფელ ყინწვისში მდებარე ერთ-ერთი შენობის იჯარით გაცემის სანაცვლოდ მოქალაქისგან ქრთამის სახით 7 000 აშშ დოლარი აიღო”–ნათქვამია განცხადებაში. 

 

მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის  338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.