ნაცმოძრაობის წევრები და მხარდამჭერები აქციის შესახებ [VIDEO]

მუსიკოსი აჩიკო გულედანი აცხადებს, რომ მის აქციაზე მისვლას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა, მათ შორის ბოლო დროს მთავრობის წევრების მხრიდან გაკეთებული განცხადებები ომის ხელახლა გამოძიებასთან დაკავშირებით. უმცირესობის წარმომადგენლის პეტრე ცისკარიშვილის თქმით, არასწორია ახალი მთავრობის როგორც საგარეო, ასევე საშინაო კურსი, ხოლო უმცირესობის წევრის, გიორგი კანდელაკის თქმით, ოპოზიციაში გადასული პოლიტიკური პარტიები ასპარეზიდან არ უნდა გაქრენ და დღევანდელი აქცია დასტურია იმისა, რომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ქმედით ძალად რჩება.