პარლამენტის წინ უკვე იმყოფებიან უმცირესობის წევრები. მათ შორის არიან: გიგი წერეთელი, დავით საყვარელიძე და გოგა ხაჩიძე. 

 

საყვარელიძე მიესალმება იმ ფაქტს, რომ რუსთაველის გამზირზე ბევრი სამართალდამცავია მობილიზებული და იმედს გამოთქვამს, რომ აქცია მშვიდ ვითარებაში ჩაივლის. 

 

გიგი წერეთელი ნეტგაზეთთან საუბარში აქციაზე გარკვეულ სიურპრიზს აანონსებს, თუმცა, არ აკონკრეტებს. 

 

გავრცელებულ ინფორმაციას, რომ დღევანდელ აქციაზე ნაციონალური მოძრაობა თავის საპრეზიდენტო კანდიდატად ვანო მერაბიშვილს დაასახელებს, არც უარყოფს და არც ადასტურებს. 

 

ამ დროისთვი, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის ყოფილ შენობასთან ასეულობით ადამიანია უკვე შეკრებილი. მათ შორის არიან  უმცირესობის მხარდამჭერები რეგიონებიდან.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *