მისი თქმით,  პარტიამ უკვე  რამდენჯერმე დააფიქსირა პოზიცია, რომ “ნაციონალური მოძრაობის” საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელება პრაიმერის გზით მოხდება.ირმა ნადირაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ჯერჯერობით არ არის ცნობილი, დაესწრება თუ არა 19 აპრილის აქციას საქართველოს პრეზიდენტი. 

 

მისი თქმით, პრეზიდენტი გადაწყვეტილებას დამოუკდებლად მიიღებს.  რაც შეეხება აქციას, ნადირაშვილის განცხადებით, მისი მიზანია დაანახოს საზოგადოებას, რომ “ნაციონალური მოძრაობა” მხარს უჭერს ქვეყნის განვითარების დასავლურ კურსს.

 

პარტიის წევრის თქმით, აქცია რამდენიმე საათს გაგრძელდება, ხოლო რეგიონებიდან  წამოსული ხალხი შეფერხების გარეშე გადაადგილდებიან. 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *