როგორც ნეტგაზეთის რეპორტიორი ამბობს, პარლამენტის ყოფილი შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე პატრულის 3 ეკიპაჟია მობილიზებული. რაც შეეხება ტრანსპორტის მოძრაობას, ამ დროისთვის შეზღუდული არ არის.
თუმცა 12 საათიდან, შსს-ს ინფორმაციით, მიტინგის დასრულებამდე თბილისში რუსთაველის გამზირი, ვარდების მოედანი, თავისუფლების მოედანი, კოტე აფხაზის (ყოფილი ლესელიძე) ქუჩა, თაბუკაშვილისა და მიმდებარე ქუჩები გადაიკეტება.
გარდა ამისა, შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის შესაბამისად, 19 აპრილის აქციის მონაწილეთა ავტომანქანების პარკინგისათვის შინაგან საქმეთა სამინისტრომ კოლმეურნეობის მოედნის მიმდებარე ტერიტორია, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიის” შენობის წინა და უკანა სადგომები, ხოლო დასაცავი პირებისა და პარლამენტის წევრებისათვის პარლამენტის შენობის უკანა ავტოსადგომი გამოყო.
