„ძირითადი ნაწილი წავიდა გუშინ, ნაწილი – დღეს, ნაწილი – ორგანიზებულად, ნაწილი – არაორგანიზებულად. ასე ზეპირად ციფრს ვერ გეტყვით, მაგრამ მინდა გითხრათ, ბევრად უფრო მეტი წავიდა ბათუმიდან, ვიდრე ბიძინა ივანიშვილმა დაანონსა თავის დროზე აქციაზე მყოფი ადამიანების რაოდენობა. მე კარგად მახსოვს, უგულავას აქციაზე რომ იყვნენ, იმაზე ნაკლები ხალხი ეყოლებათ აქციაზეო – თქვა და მინდა გითხრათ, ბევრად მეტია მხოლოდ ბათუმიდან წასული, ვიდრე ივანიშვილი რუსთაველზე ელოდებოდა,“ – განუცხადა გიორგი კირთაძემ „ნეტგაზეთს“. 

 

მისივე თქმით, აქციაზე არა მხოლოდ “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები წავიდნენ, არამედ ყველა, ვისთვისაც არ არის სულერთი საქართველოს დასავლური კურსი. 

 

„მე მართლა ვფიქრობ, რომ ის, რისთვისაც მამაჩემი და მისი თაობა ქუჩაში იდგა, ისევ არ უნდა მოგვიწიოს იმ რაღაცის გამო ისევ ქუჩაში ყოფნა,“ – განაცხადა გიორგი კირთაძემ.

 

შეგახსენებთ, რომ დღეს, 16:00 საათზე, თბილისში, რუსთაველის გამზირზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ორგანიზებით აქცია გაიმართებს, რომლის დეკლარირებული მიზანია საქართველოს ევროატლანტიკური კურსის მხარდაჭერა და რუსეთის პოლიტიკურ ორბიტაზე ქვეყნის შესაძლო დაბრუნების გამო პროტესტის გამოხატვა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *