აფხაზეთში რუსული ავიაკლუბის თვითმფრინავი ჩამოვარდა – დაღუპულია სამი ადამიანი

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციათა სამსახურის ცნობით, დღეს, 27 ივლისს ბიჭვინთაში მცირემოტორიანი თვითმფრინავი ჩამოვარდა. ოფიციალური ცნობითვე, სამი ადამიანი დაიღუპა.

თვითმფრინავი რუსულ კერძო ავიაკლუბს, “მეშვიდე ცას” ეკუთვნოდა.

საგანგებო სიტუაციათა სამსახურის ინფორმაციით, ავიაკატასტროფის ადგილზე მაშველები მუშაობენ. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

ფოტო: sputnik

ფოტო: sputnik