ივლისის ბოლოს ჰაერის ტემპერატურის 42 გრადუსამდე მატებაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დასავლეთ საქართველოს ბარში მოსალოდნელია, რომ ჰაერის ტემპერატურამ 42 გრადუსს მიაღწიოს.

სააგენტოს ცნობით, უახლოეს დღეებში საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მომატება. მაქსიმალური ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში 27 – 28, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 28 – 29 ივლისს დაფიქსირდება.

სააგენტოს ცნობით, დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლოა 42 გრადუსს მიაღწიოს, მთაში და აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +35, +40 გრადუსია მოსალოდნელი.