შეხვედრა ნახევრად ცარიელ დარბაზში გაიმართა. როგორც მოძრაობის ერთ-ერთი წევრი შორენა გამისონია ამბობს, სამწუხაროდ, ქართველებს ქვეყნის დამოუკიდებლობის დაცვა უწევთ:

 

“მთავარი მესიჯი არის ქუთაისელებისთვის ის, რომ 19 აპრილს ჩვენ, ქართველები უნდა შევიკრიბოთ რუსთაველის გამზირზე იმისათვის, რომ ვთქვათ, ჩვენ ვირჩევთ ევროპულ მომავალს ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენ ვამბობთ – “არა რუსეთს” და კიდევ ერთხელ, სამწუხაროდ, ქართველებს გვიწევს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დაცვა”. 

 

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ანა ჯიქია ამბობს, რომ მსგავსი შეხვედრები მნიშვნელოვანია, თუმცა აქციაში მონაწილეობას არ მიიღებს:

 

“მსგავსი შეხვედრები ზოგადად მნიშვნელოვანია, თუმცა მე არასდროს მიმიღია მონაწილეობა პოლიტიკურ აქციებში, შესაბამისად, ახლაც არ ვაპირებ წავსლას, მაგრამ არა იმიტომ, რომ ჩემი აზრი არ გამაჩნია.”

მოძრაობა 19 აპრილი ქუთაისში

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *