ორჭოსანთან რუსმა სამხედროებმა ხანძარსაწინააღმდეგო ხნული გაავლეს

სახელმწიფო უსაფთხოების სამსახურის ცნობით, ოკუპირებული ორჭოსნის მონაკვეთზე რუსმა სამხედროებმა ე.წ. ხანძარსაწინააღმდეგო ხნული გაავლეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის  შეფასებით, აღნიშნული ქმედება არის ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესის გაგრძელება, რომელიც ზღუდავს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და მიზანმიმართულად აზიანებს ადგილზე უსაფრთხოების გარემოს.

სამსახური აცხადებს, რომ ეს საკითხი  ერგნეთის IPRM-ის მომავალ შეხვედრაზე განიხილება.