“ტეტჩერი იყო აბსოლუტურად უნიკალური პიროვნება და უნიკალური პოლიტიკოსი, რომელსაც წილად ხვდა ბედნიერება, თავისი გამჭრიახობის, გამბედაობისა და პრინციპებისადმი ერთგულების შედეგად ბრიტანეთის ისტორია შეეცვალა,” – განაცხადა ბურჯანაძემ.
ჟურნალისტებთან საუბრისას “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა 2006 წელს ტეტჩერთან პირადი შეხვედრა გაიხსენა და აღნიშნა, რომ პოლიტიკიდან ჩამოშორებული ყოფილი პრემიერ-მინისტრი კარგად ერკვეოდა საქართველოში შექმნილ რეალობაში.
“ეს იყო დაუვიწყარი შეხვედრა,” – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ–მინისტრი მარგარეტ ტეტჩერი 87 წლის ასაკში 8 აპრილს გარდაიცვალა.