ახალი ამბები

ბურჯანაძე: ტეტჩერთან შეხვედრა დაუვიწყარი იყო [Video]

15 აპრილი, 2013 • • 1002
ბურჯანაძე: ტეტჩერთან შეხვედრა დაუვიწყარი იყო [Video]

“ტეტჩერი იყო აბსოლუტურად უნიკალური პიროვნება და უნიკალური პოლიტიკოსი, რომელსაც წილად ხვდა ბედნიერება, თავისი გამჭრიახობის, გამბედაობისა და პრინციპებისადმი ერთგულების შედეგად ბრიტანეთის ისტორია შეეცვალა,” – განაცხადა ბურჯანაძემ.

 

ჟურნალისტებთან საუბრისას “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა 2006 წელს ტეტჩერთან პირადი შეხვედრა გაიხსენა და აღნიშნა, რომ პოლიტიკიდან ჩამოშორებული ყოფილი პრემიერ-მინისტრი კარგად ერკვეოდა საქართველოში შექმნილ რეალობაში.

 

“ეს იყო დაუვიწყარი შეხვედრა,” – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

 

დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ–მინისტრი მარგარეტ ტეტჩერი 87 წლის ასაკში 8 აპრილს გარდაიცვალა.

ბურჯანაძე ბრიტანეთის საელჩოსთან
ბურჯანაძე ბრიტანეთის საელჩოსთან

მასალების გადაბეჭდვის წესი