ხულოში 16 წლის მოზარდს ეძებენ

როგოც აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს მორიგე ოპერატორმა ნონა ბულიამ “ნეტგაზეთს” განუცხადა, გოგონა გუშინ, 13 აპრილს, დღის 4 საათზე გავიდა სახლიდან და მის შემდეგ არ გამოჩენილა. გუშინვე, საღამოს 9 საათზე ოჯახმა პოლიციას განცხადებით მიმართა. 

 

“არანაირი ვერსია არ გვაქვს, რა შეიძლება მომხდარიყო, ყველა ჩართულია ძებნის პროცესში, ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც აღნიშნული გოგონა სახლიდან წავიდა”– განაცხადა ნონა ბულიამ.