“11–ის ნახევარზე მივედი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში. მე არ ვიცი, დღემდე ვერ გავარკვიე, რატომ გვაბარებინებენ მობილურებს, ჩავაბარე მობილური, რის შემდეგაც ჩემგან მოითხოვეს, მომეხსნა საათი, სამაჯური, ბეჭედი და გამეხადა ფეხზე, მაშინ, როდესაც იქ დგას მეტალდეტექტორი და მსგავსი მეტალდეტექტორები დგას ციხეებში, სადაც ჩვენ შევდივართ და არავინ სხვანაირად არ გვექცევა. ამ ყველაფერმა გამოიწვია ჩემი აღელვება და შეურაცხყოფილად ვიგრძენი თავი. ამის შემდგომ მოიყვანეს ვიღაც ადამიანი, რომელმაც მოიტანა რაღაც უცხო აპარატურა და ამით მოინდომეს ჩემი შემოწმება, მე გამიჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს აპარატურა აკეთებდა რაღაც გამოსხივებას და რატომ უნდა შემამოწმონ? პირველად შევდივარ ფინანსურ პოლიციაში? მაგრამ ეს მოხდა იმიტომ, რომ მე, გიგი უგულავას ადვოკატი შევდიოდი და გიგი უგულავას საქმეზე შვდიოდი. ამის შემდეგ ჩამოვიდა გამომძიებელი, რომელსაც არ დაემორჩილა ეს დაცვა. და ამ ყველაფრის გამო მე შეურაცხყოფილი ვიყავი და აღარ შევედი ფინანსურ პოლიციაში”.– განუცხადა ტელეკომპანია “რუსთავი 2″–ს გაბაიძემ.
ადვოკატის თქმით, ფაქტის გამოძების მოთხოვნით მიმართავს ფინანსთა მინისტრს , მთავარ პროკურორს, სახალხო დამცველს:
“ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ პირებს ბრალი აქვთ წარდგენილი, კალანდაძეს და სხვა პირებს, რომ მათ თურმე შეურაცხყოფა მიაყენეს, როდესაც მე ადვოკატმა, თურმე საათი უდა მოვიხსნა და ფეხზე უნდა გავიხადო, წარმოგიდგენიათ? მერე მე ვუთხარი, თუ გინდათ სულ გავიხდი და შიშველი გავივლი, თუმცა ამაზეც თანახმა იყვნენ. ეს რას ნიშნავს, მაინტერესებს. ვინ დააწესა ეს წესები? ვინ არიან ეს კრიმინალები? და ფინანსური პოლიცია სასამართლოზე მაღლა დადგა უკვე? თუ სასამართლოზე მობილურით გვიშვებენ, მთავარ პროკურატურაში თუ მობილურით შევდივარ, ვინ არის ფინანსური პოლიცია? საიდან მოვიდა კრიმინალების ჯგუფი? და ვის აქვს უფლება, რომ მე მომთხოვოს ფეხზე გახდა და საათის მოხსნა”– განაცხადა ადვოკატმა.