ახალი ამბები

შსს–მ “ქურდული სამყაროს” წევრობის ბრალდებით ოთხი პირი დააკავა

13 აპრილი, 2013 •
შსს–მ  “ქურდული სამყაროს” წევრობის ბრალდებით ოთხი პირი დააკავა

“1973 წელს დაბადებული მიხეილ ხ, 1984 წელს დაბადებული გიორგი კ, 1988 წელს დაბადებული გიორგი გ, და 1988 წელს დაბადებული გიორგი თ. დააკავეს. ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ოთხივე ბრალდებული აღიარებს „ქურდული სამყაროს” წევრობას. ისინი მოქალაქეებისგან ე.წ. ქურდულ გარჩევებზე, დაშინებისა და მუქარის გზით, გარკვეულ თანხებს ითხოვდნენ. სამართალდამცელებმა ბრალდებულები თბილისში ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიების შედეგად დააკავეს”.– ნათქვამია შსს–ს მიერ გავრცელებულ ინფრმაციაში.

 

 გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით (ქურდული სამყაროს წევრობა, კანონიერი ქურდობა) მიმდინარეობს, რაც 5-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი