პირველი არხი საინფორმაციო სამსახურის უფროსმა დატოვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის, პირველი არხის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი ფუტკარაძემ თანამდებობა დატოვა. გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია მან ნეტგაზეთს უკვე დაუდასტურა. დეტალების შესახებ ის ჯერ არ საუბრობს. როგორც აცხადებს, ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებს.

ფეისბუკში გამოქვეყნებულ პოსტში ის წერს, რომ ახლა “ახალი გამოწვევების დროა”.