PayPal-ზე თიბისი ბანკის ბარათების მიბმა დღეიდან უკვე შესაძლებელია!

www.paypal.com არის გადახდის საშუამავლო სისტემა, რომელიც იძლევა შესაძლებლობას, მოახდინოთ ონლაინ შეძენა მეტად უსაფრთხოდ ან უბრალოდ იყიდოთ ისეთი ვებ მაღაზიიდან, რომელზეც საქართველოში დამზადებული პლასტიკური ბარათები არ მიიღება და ფუნქციონირებს მხოლოდ PayPal გადახდის სისტემით.   


დღემდე paypal-ის ვებ გვერდზე, ქვეყნების ჩამონათვალში საქართველო არ შედიოდა. ამიერიდან, შესაძლებელია შეხვიდეთ www.paypal.com-ზე, აირჩიოთ საქართველო, დარეგისტრირდეთ და უშუალოდ საიტიდან მიაბათ თიბისი ბანკის ნებისმიერი ბარათი paypal-ის სისტემას. ეს თქვენ მოგცემთ საშუალებას,  გააკეთოთ შენაძენი ისეთი საერთაშორისო პოპულარული ვებ მაღაზიებიდან, როგორებიცაა eBay, Walmart, overstock.com და ა.შ.


paypal-ის გადახდის სისტემა ფუნქციონირებს როგორც შუამავალი თქვენს ბარათსა და ვებ მაღაზიას შორის. paypal-ზე ბარათის მიბმის შემთხვევაში, ვებ მაღაზია, რომლიდანაც აკეთებთ შენაძენს, მიმართავს paypal-ს, ხოლო paypal-ი მას აწვდის იმ ბარათის მონაცემებს, რომელიც მიბმულია მის სისტემაზე.


შესაბამისად, paypal-ით გადახდა თქვენ გაძლევთ უნიკალურ შანსს, განახორციელოთ ონლაინ შოპინგი ნებისმიერი ვებ-მაღაზიიდან, რომელიც იღებს paypal-ის გადახდებს, ნებისმიერ დროს, მაქსიმალურად უსაფრთხოდ და დაცულად. ამისათვის, თქვენ გჭირდებათ თიბისი ბანკის ნებისმიერი ტიპის პლასტიკური ბარათი, paypal-ის საიტზე რეგისტრაცია და სასურველი ნივთი თქვენს ხელშია!


სასიამოვნო ინტერნეტ შოპინგს გისურვებთ!