“მე ვფიქრობ, რომ ის ფენომენი, რომელსაც ფემინიზმი ეწოდება, ძალიან სახიფათოა, რადგან ფემინისტური ორგანიზაციები საჯაროდ დეკლარირებენ ქალის ფსედვოთავისუფლებას”, – განაცხადა პატრიარქმა კირილმა.
მისი თქმით, ოჯახურ ცხოვრებაში მამაკაცები აქცენტს საგარეო საკითხებზე აკეთებენ, ხოლო ქალები – საშინაო საქმეებზე.
პატრიარქი კირილი ფიქრობს, რომ ფემინიზმი ოჯახის ინსტიტუტის წინააღმდეგ მიმართული ფენომენია, თუმცა, რუსეთის პატრიარქის განცხადებით, იგი ზოგადად ქალების პოლიტიკასა და ბიზნესში საქმიანობის წინააღმდეგი არ არის.
შეგახსენებთ, რომ კირილმა თავის დროზე რუსული პანკ ჯგუფის, “pussy riot”-ის ქმედებები დაგმო. ფემინისტები რუსეთის სასულიერო და პოლიტიკური ლიდერების წინააღმდეგ არაერთხელ გამოსულან და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციაში დაუდანაშაულებიათ. ბოლოს ასეთი შემთხვევა გერმანიაში მოხდა, სადაც ვიზიტად მყოფი ვლადიმირ პუტინის წინააღმდეგ აქცია ფემინისტურმა მოძრაობა “ფემენმა” გამართა.
