უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო თბილისშია

დღეს, 17 ივლისს, დაახლოებით 20:00 საათზე უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო სახელმწიფო ვიზიტით საქართველოს ესტუმრა.

უკრაინის პრეზიდენტს, პირველ ლედის და სახელმწიფო დელეგაციას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდნენ საქართველოს ვიცეპრემიერი ალექსანდრე ჯეჯელავა,  ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი,  პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე და სხვა ოფიციალური პირები.

უკრაინის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია ხვალ საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება, რის შემდეგაც საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტები ერთმანეთს პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვდებიან, ქართველი და უცხოური მედიის წარმომადგენლებისათვის განცხადებებს გააკეთებენ და მათ შეკითხვებს უპასუხებენ. პრესკონფერენციამდე სასახლეში ორმხრივ დოკუმენტზე ხელმოწერის ცერემონია გაიმართება.

დღის წესრიგი:

[checklist]

[/checklist]