პრემიერის განმარტებით, ქართული და სომხური მხარეები უკვე შეთანხმდნენ, რომ ორივე ქვეყანაში არსებული კულტურული ძეგლების აღდგენაში ორივე ქვეყნის სპეციალისტები იქნებიან ჩართული.
“მგონია, რომ ძალიან მეგობრულად მოვილაპარაკეთ. საქართველოსა და სომხეთში ორივე ქვეყნის სპეციალისტებს ექნება საშუალება, მონაწილეობა მიიღონ მათი კულტურული ძეგლების აღდგენაში.”
კულტურული ძეგლების საკითხზე საუბრისას ივანიშვილმა თურქეის ტერიტორიაზე მდებარე ქართული ძეგლების აღდგენის თემაზეც ისაუბრა. მისი განმარტებით, საქართველოს ხელისუფლება აუცილებლად დააფინანსებს თურქეთში არსებული ქართული ძეგლების აღდგენას.
ბიძინა ივანიშვილი დღეს, 10 აპრილს ტელევიზიებისა და გაზეთების რედაქტორებს ხვდება. შეხვედრა კითხვა- პასუხის ფორმატში მიმდინარეობს.
