მერაბიშვილის თქმით, მათ მხარდამჭერებზე 1 ოქტომბრის შემდეგ საქართველოს ყველა რეგიონში ზეწოლა გრძელდება, დაკითხულია 2 ათასამდე
აქტივისტი, რომლებიც ჩართული არიან 27 აპრილს გასამართ შუალედურ საპარლამენტო არჩევნების სამზადისში.
ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ ყველა დიპლომატიურ წარმომადგენლობას საქართველოში კიდევ ერთხელ გაუგზავნის წერილს, რომელშიც აღწერილი იქნება ის ზეწოლის ფაქტები, რაც “ნაცმოძრაობის” მხარდამჭერების მიმართ ხორციელდება.
“ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა პარტიის ყველა მხარდამჭერს სოლიდარობა გამოუცხადა და თქვა, რომ ისინი დამნაშავენი არ არიან, ის თავად იყო ყველა მიმდინარე საქმის კურსში, შესაბამისად, სამართალდამცავებმა სწორედ მას უნდა დაუსვან კითხვები და არა “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტებს.
