ბერშუეთში ოკუპაცია გააპროტესტეს [ვიდეო]

14 ივნისს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთში, სადაც ე.წ. საზღვის აღმნიშვნელი ბანერი გამოსწიეს, ოკუპაცია გააპროტესტეს.

აქციის მონაწილეებს მიტანილი ჰქონდათ საპროტესტო ტრანსპარანტები, წარწერით STOP RUSSIAN OCCUPATION. აქციაზე მონაწილეები სიტყვით არ გამოსულან, მათ მდუმარე აქცია გამართეს. ის დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდა, 21 საათიდან 22 საათამდე.

აქცია სოციალურ ქსელ “ფეისბუკის” საშუალებით დაგეგმეს.

 

მდუმარე აქცია გორში ოკუპაციის საწინააღმდეგოდ