წილიკუანის თქმით, იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად შეესაბამება ის ინფორმაცია, რაც ამჯამად ჩიპზე ინახება, რელიგიურ დოგმებს, ის უახლოეს კმომავალში წმინდა სინოდს მიმართავს:
“მე უახლოეს დღეებში მივმართავ სინოდს და მინდა მათგან მოვისმინო კვალიფიციური აზრი, თუ რამდენად შეიძლება მონაცემთა ეს ნუსხა ეწინააღმდეგებოდეს რელიგიურ დოგმებს”, – განაცხადა წულუკიანმა. მისი თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციიის დაფიქსირება რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებსაც შეუძლიათ და ყველას აზრის გათვალისწინების შედეგად, ზაფხულისთვის სავარაუდოდ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება მოხდება.
