“არა ფობიას” – ე.წ. ქართული მარშის მონაწილეებისგან აგრესიის გამოვლენის საფრთხე არსებობს

სამოქალაქო პლატფორმა „არა ფობიას“ მოუწოდებს ხელისუფლებას, მიიღოს სათანადო ზომები, რათა “ქართული მარშის” მსვლელობისას უზრუნველყოფილი იყოს მანიფესტაციის კანონის ჩარჩოებში დარჩენა და თავიდან აიცილონ რასისტულ და ქსენოფობიურ ნიადაგზე ნებისმიერი ძალადობის გამოვლინება.

“არა ფობიას” განცხადებით, მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით სარგებლობა დაცულია საქართველოს კონსტიტუციით და ამ უფლებით სარგებლობა გარანტირებულია მათ შორის ე.წ. ქართული მარშის მონაწილეებისთვისაც, თუმცა პლატფორმის წევრი ორგანიზციები ყურადღებას ამახვილებენ იმ გარემოებაზე, რომ იმავე ადგილას და მსგავსი შინაარსით 2016 წლის 27 სექტემბერს გამართულ მსვლელობას თან ახლდა ძალადობისა და სამართალდარღვევის ჩადენის არაერთი ფაქტი.

არა ფობიას

არა ფობიას

“მსგავსად წინა შემთხვევისა, ე.წ. ქართული მარშის ორგანიზატორები და მონაწილეები წარმოადგენენ რა რადიკალურ ულტრანაციონალისტურ ჯგუფებს და არსებობს მათგან აგრესიისა და ძალადობის გამოვლენის საფრთხე”, – აცხადებენ ორგანიზაციები.

ისინი მიმართავენ შინაგან საქმეთა სამინისტროს:

[checklist]

[/checklist]

საქართველოს მთავრობას:

[checklist]

[/checklist]

საქართველო მრავალეთნიკური და მრავალკონფესიური ქვეყანაა და ქსენოფობიურ და რასისტულ დისკურსს შეუძლია არსებითად დააზიანოს არადომინანტი ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების ინტეგრაციის პროცესი და სოციალური კონფლიქტები წარმოშვას, აცხადებენ ორგანიზაციები.

განცხადებას ხელს აწერენ ორგანიზაციები:

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

თანასწორობის მოძრაობა

მედიის განვითარების  ფონდი (MDF)

საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)

იდენტობა

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)

კონსტიტუციის 42-ე მუხლი

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო (TI)