მაკრონს აზერბაიჯანელი პოლიტპატიმრების გათავისუფლებაში დახმარებას სთხოვენ

ევროპაში, პოსტსაბჭოთა ქვეყნებსა და ჩრდილოეთ ამერიკაში მომუშავე ადამიანის უფლებები დამცველი 33 არასამთავრობო ორგანიზაცია, ასევე, ადამიანის უფლებების დამცველი 13 ორგანიზაცია აზერბაიჯანიდან, საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს ღია წერილით მიმართავს. წერილის ავტორები საფრანგეთის პრეზიდენტისგან აზერბაიჯანელი პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებაში დახმარებას სთხოვენ.

წერილი ძირითადად აზერბაიჯანელ ოპოზიციონერს, ილგარ მამადოვს უკავშირდება, თუმცა მასში მოხსენიებულნი არიან სხვა პოლიტიკური პატიმრებიც, მათ შორის, ჟურნალისტი აფგან მუხთარლი, რომელიც საქართველოს ტერიტორიიდან გაიტაცეს და ბაქოშია პატიმრობაში.

მამადოვის შესახებ სტრასბურგის სასამართლომ 3 წლის წინ მიიღო გადაწყვეტილება, რომ იგი ხელისუფლების კრიტიკისთვისაა დაკავებული, თუმცა აზერბაიჯანის ხელისუფლებას მამადოვი პატიმრობიდან არ გაუთავისუფლებია.

“ჩვენ მოგიწოდებთ გამოიყენოთ თქვენი ადმინისტრაციის გავლენა და ბერკეტები, რათა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერის, ილგარ მამედოვის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულდეს. მამადოვი კვლავ ციხეშია, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს დასკვნით, იგი აზერბაიჯანის მთავრობის კრიტიკისთვის დააკავეს”,- ნათქვამია ღია წერილში.

წერილის ავტორები იმ მიზეზების შესახებაც საუბრობენ, რის გამოც კონკრეტულად საფრანგეთის პრეზიდენტს მიმართავენ. მათი განცხადებით, საფრანგეთი წამყვანი ევროპული ქვეყანაა, ასევე, სტრასბურგის სასამართლოსა და ევროსაბჭოს სხვა სტრუქტურების მასპინძელი ქვეყნა. გარდა ამისა, საფრანგეთი თანამშრომლობს აზერბაიჯანთან ვაჭრობის საკითხებში.

“ჩვენ მივესალმებით მორალურ ღირებულებებზე და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებულ მმართველობას, რომლითაც მოცულია თქვენი პრეზიდენტობა. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ თქვენ აქტიურად გააგრძელებთ ადამიანის უფლებებზე კონცენტრირებას აზერბაიჯანთან ურთიერთობაში”- ნათქვამია წერილში.

წერილის ავტორები ემანუელ მაკრონისგან ითხოვენ:

[checklist]

[/checklist]

 

 

.