ვიზიტი 6 აპრილს დაიწყო და 8 აპრილს დასრულდება.
მიხეილ სააკაშვილი შეხვედრებს გამართავს თურქ კოლეგასთან აბდულა გიულთან და პრემიერ-მინისტრ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან.
პრემიერ-მინისტრი ერდოღანი საქართველოს პირველ პირს დოლმაბაღჩას სასახლეში უმასპინძლებს. თურქეთის პრეზიდენტთან შეხვედრა ჩანკაიას საპრეზიდენტო სასახლეში გაიმართება.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი ეთნიკურად ქართული წარმოშობის თურქ მოქალაქეებსაც შეხვდება.
