აღმაშენებელზე ჩამოინგრა შენობის ფასადი, რომელიც გოგოს დაეცა

თბილისში, აღმაშენებლის 123 ნომერში შენობის ფასადი ჩამოინგრა და გოგოს დაეცა. დაშავებული სასწრაფომ გადაიყვანა. საუბარია ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალური ცენტრის შენობაზე.

სასწრაფო დახმარების სამსახურში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ ახალგაზრდა გოგო კლინიკაში გადაიყვანეს, იგი თავისა და გულმკერდის ტკივილს უჩივის.