მოსულში ერაყის პრემიერ-მინისტრი ჩავიდა. ერაყის პრემიერის, ალ-აბადის ადმინისტრაციის განცხადებით, მისი ვიზიტი მოსულიდან ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ძალების განდევნას უკავშირდება და ერაყის მოსახლეობას და არმიას ქალაქის სრულად გათავისუფლება მიულოცა.

8-თვიანი საომარი მოქამედებების შემდეგ ერაყის სამთავრობო ჯარებმა მოსულში დანგრეული მეჩეთის ტერიტორია 29 ივნისს აიღეს, სადაც 3 წლის წინ ტერორისტულმა დაჯგუფებამ, ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ ხალიფატის დაარსების შესახებ განაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ “როიტერი” ერაყელ სამხერდო მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებდა. დღეს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერაყის ჯარებმა, რომლებსაც ზურგს აშშ-ის შეიარაღებული ძალები უმაგრებდნენ, ქალაქის ე.წ. ისლამური სახელმწიფოს დანაყოფებისგან სრულად გათვისუფლება შეძლეს.

მოსულის გასათავისუფლებლად ერაყი გასული წლის 17 ოქტომბრიდან იბრძვის.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *