კერძო ტელეკომპანიები საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებულ ცვლილებებს აპროტესტებენ

28 კერძო ტელემაუწყებელი მიმართავს საქართველოს პარლამენტს და გამოთქვამს კრიტიკულ შენიშვნებს კანონპროექტთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის იხსნება შეზღუდვა სპონსორობაზე და შესალოა სარეკლამო დროც გაეზარდოს:

“გვსურს გამოვხატოთ ჩვენი პოზიცია დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით:

[checklist]

[/checklist]

მაუწყებლობის შესახებ კანონი არ არის ერთი რომელიმე ორგანიზაციის მენეჯმენტის დაუსაბუთებელი სურვილების აღსრულების დოკუმენტი, ისევე როგორც საზოგადოებრივი მაუწყებელი არ გახლავთ რამდენიმე ადამიანის საკუთრება და საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის მიერ ინიცირებული კანონის ავტომატურად, კრიტიკული ანალიზის, მხარეების ჩართულობის და ფართო განხილვის გარეშე მიღება ეჭვქვეშ დააყენებს საკანონმდებლო ორგანოს კეთილსინდისიერებას და კვალიფიკაციას.

ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, მოვითხოვთ, პარლამენტმა უარი თქვას მაუწყებლობის შესახებ კანონში იმ ცვლილებების შეტანაზე, რომელიც ეხება საზოგადოებრივ მაუწყებელში სპონსორობისა და რეკლამის დაკანონებას. პროექტის განხილვის პროცესი წარიმართოს გამჭვირვალედ, ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით და ფართო საზოგადოებრივი განხილვის უზრუნველყოფით.

ტელეკომპანიები: რუსთავი 2, კომედი არხი, მარაო, TV პირველი, TV პალიტრანიუსი, კავკასია, სტარვიზია, მედია-კავშირი ობიექტივი, გურია TV, ოდიში TV, მეცხრე ტალღა, კოლხეთი 89, ჯიხა, რიონი TV, TVზარი, იმერვიზია, არგო TV, დია, მეცხრე არხი, ბორჯომი ტვ, ATV12, ფარვანა, ქვემო ქართლი TV, მარნეული TV, ბოლნელი TV, TV თანამგზავრი გურჯაანი, TV ეგრისი, TV 25.