ურთიერთობას მოაქვს პლუსი – საქართველოს ბანკმა მომხმარებელთან ურთიერთობის პროგრამა წარადგინა

საქართველოს ბანკმა განაცხადა ერთგული მომხმარებლებისთვის ახალი ურთიერთობის პროგრამის – PLUS-ის დაწყების შესახებ. ურთიერთობის პროგრამა PLUS-ი სპეციალურად საქართველოს ბანკის მომხმარებლებისთვის შეიქმნა, სწორედ მათთვის, საბანკო პროდუქტებთან ერთად, ბევრ ბენეფიტსა და PLUS-ებს მოიცავს.

ურთიერთობის პროგრამაში ჩართვა დღეიდან არის შესაძლებელი, მომხმარებელი მხოლოდ უნდა ეწვიოს საქართველოს ბანკის ნებისმიერ სერვისცენტრს და სრულიად უფასოდ ჩაერთოს PLUS-ის პროგრამაში. სერვისცენტრშივე მას გადაეცემა PLUS-ის საბანკო ბარათი და PLUS სტატუსი: PLUS  CLASSIC-, PLUS SILVER-ი ან PLUS GOLD-. მომხმარებელი სტატუსის შესაბამისად ისარგებლებს: საბანკო, ჯანმრთელობის თუ სადაზღვევო სტატუსუპირატესობებით. ამავე დროს, საქართველოს ბანკის ნებისმიერი სადებეტო თუ საკრედიტო ბარათის და PLUS  ბარათის გამოყენებით დააგროვებს PLUS-ებს, რომელთა გადაცვლაც შესაძლებელია:

ურთიერთობის პროგრამაში ჩართული მომხმარებელი PLUS-ების დაგროვებას შეძლებს: საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით ყოველ გადახდილ 1 ლარზე, ანაგრიშზე განთავსებულ თვის საშუალო ნაშთზე, მეგობრების მოწვევისას და საქართველოს ბანკის პროდუქტების შესახებ გაწეული რეკომენდაციისას.  აღსანიშნავია, რომ ყველა, ვინც 3 აგვისტოს ჩათვლით ჩაერთვება ურთიერთობის პროგრამა PLUS-ში, საჩუქარად მიიღებს welcome PLUS-ებს.

დაგროვილი PLUS-ების შესამოწმებლად საკმარისია მომხმარებელმა აკრიფოს SMS ტექსტი – PLUS და გაგზავნოს ნომერზე – 4444.

დამატებითი ინფორმაცია ურთიერთობის პროგრამა PLUS-ის შესახებ იხილეთplus.ge.