გიგი უგულავა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ გეგმავს

 

გიგი უგულავა და მაჟორიტარობის კანდიდატები
გიგი უგულავა და მაჟორიტარობის კანდიდატები

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

“მე შემიძლია ცალსახად ვთქვა, რომ არ ვაპირებ კენჭისყრას, შეასაბამისად, ამას არც პარტია განიხილავს. მე ვარ ქალაქის მერი არჩეული პირდაპირი წესით 2014 წლამდე.  მაქვს უამრავი გეგმა, პროექტები, რომლებიც დაწყებულია. სოციალური ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც უნდა მივიდეს 2014 წლამდე. შესაბამისად, მომდევნო მერმა, ვისაც მერე აირჩევს ქალაქი, იმან გადაიბაროს, განავითაროს “– განაცხადა გიგი უგულავამ. 

 

უგულავას განცხადებით, მისთვის თბილისის მერობა დიდი პატივია: “ეს თანამდებობა, რომელიც მიკავია, ჩემთვის არის დიდი პატივი, გამოწვევა და, შესაბამისად, არსად წასვლას არ ვაპირებ, რაც არ უნდა სხვა თანამდებობა მიმზიდველი იყოს.”