ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო [ფოტორეპორტაჟი]

დღეს, 3 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. გამოცდებზე, ჯამში, 41 500 აბიტურიენტი  იყო დარეგისტრირებული, თუმცა გამოსაშვებ გამოცდებში ჩაჭრის გამო პროცესს 2 500 მათგანი გამოეთიშა.

საქართველოს მასშტაბით 24 საგამოცდო ცენტრი ფუნქციონირებს. ყველა გამოცდის დასრულება 27 ივლისს არის დაგეგმილი.

აბიტურიენტები პირველ გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ.

აბიტურიენტები მიემართებიან რეგისტრაციის გასავლელად. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი. 03.07.2017

გამოცდებისთვის რეგისტრაცია დილის 8 საათზე დაიწყო, უშუალოდ გამოცდა კი – 9 საათზე.

აბიტურიენტი ტექნიკური უნივერსიტეტის ეზოში, ვიდრე რეგისტრაცია დაიწყება. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი. 03.07.2017

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, ყველა საგამოცდო სექტორში არის დამონტაჟებული ვიდეოთვალი.

აბიტურიენტები მიემართებიან რეგისტრაციის გასავლელად. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი. 03.07.2017

რეგისტრაციის გავლისას თითოეულ აბიტურიენტს უნდა ჰქონდეს საგამოცდო ფურცელი და პირადობის მოწმობა. აბიტურიენტების უმეტესობას გამოცდაზე თან ცივი წყალი მიაქვს.

აბიტურიენტები მიემართებიან რეგისტრაციის გასავლელად. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი. 03.07.2017

შეფასებისა და გამოცდების ცენტის დირექტორის, მაია მიმინოშვილის განცხადებით, გამოცდების გასწორება დაიწყება ქართული ენის და ლიტერატურის გამოცდით, რადგან მის გასწორებას ყველაზე მეტი დრო სჭირდება. მისივე თქმით, გამოცდების პირველადი შედგების გამოქვეყნება ივლისის ბოლოდან დაიწყება.

აბიტურიენტებს, რომლებიც რეგისტრაციას გადიან, მშობლები და ახლობლები რკინის ბარიერს მიღმა ადევნებენ თვალს. მათ საგამოცდო შენობაში შესვლის უფლება არ აქვთ. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი. 03.07.2017

აბიტურიენტებს, რომლებიც რეგისტრაციას გადიოდნენ და საგამოცდო შენობაში შედიოდნენ, თვალს ადევნებდნენ მშობლები.

აბიტურიენტებს, რომლებიც რეგისტრაციას გადიან, მშობლები და ახლობლები რკინის ბარიერს მიღმა ადევნებენ თვალს. მათ საგამოცდო შენობაში შესვლის უფლება არ აქვთ. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი. 03.07.2017

საგამოცდო შენობაში შესვლის შემდეგ აბიტურიენტი რეგისტრაციას გადის.

აბიტურიენტები იმ ნივთებს, რომელთა გამოცდაზე შეტანის უფლება არ აქვთ, სარეგისტრაციო მაგიდასთან ტოვებენ. მათ გამოცდაზე მხოლოდ წყლის, პირადობის მოწმობის და საგამოცდო ფურცლის შეტანა შეუძლიათ.

რკინის თაროებზე, პარკებში აბიტურიენტების პირადი ნივთები დევს. მათ არ აქვთ უფლება გამოცდაზე შეიტანონ ჩანთები, მობილურები, ბლოკნოტები და მსგავსი ნივთები. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი. 03.07.2017

საგამოცდო ცენტრთან მობილიზებულია სასწრაფო დახმარება, სახანძრო და პოლიცია.

საგამოცდი ცენტრთან მობილიზებულია სასწრაფოს და სახანძროს ბრიგადა. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი

საგამოცდი ცენტრთან არიან პოლიციელები. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი

მშობლების ნაწილი რეგისტრაციის დასრულების შემდეგაც არ წასულა და თავიანთ შვილებს საგამოცდო შენობასთან ელოდებოდნენ.

მშობლები და მეგობრები ელოდებიან გამოცდის დასრულებას. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი. 03.07.2017

მშობლები და მეგობრები ელოდებიან გამოცდის დასრულებას. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი. 03.07.2017

მშობლები და მეგობრები ელოდებიან გამოცდის დასრულებას. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი. 03.07.2017