“ ბაღდათის რაიონის ამომრჩეველი არის საკმაოდ კრიტიკულად მოაზროვნე და გემოვნებიანი ამომრჩეველი, რომლის ნდობის მოპოვება არ არის იოლი საქმე, თუმცა მიმაჩნია, რომ ჩვენ, კოალიცია, მასში შემავალი პარტიები, შევძლებთ ნდობის მანდატის მიღებას ბაღდათის რაიონის მოსახლეობისაგან. რაც შეეხება პრიორიტეტებს, ჯერჯერობით ჩვენ ვართ კანდიდატები და პრიორიტეტები საპარლამენტო საქმიანობის ვერ გვექნება, ჯერჯერობით ჩვენი პრიორიტეტი არის საარჩევნო კამპანიის წარმოება. ხოლო რაც შეეხება ზოგად პრიორიტეტს, ეს არის ის, რაც ჩვეულებრივ დამახასიათებელი უნდა იყოს პარლამენტის წევრისთვის, მიუხედავად იმისა, ის მაჟორიტარული თუ პროპორციული საარჩევნო სისტემით არის არჩეული, ეს არის კანონშემოქმედებითი საქმიანობა. ძირითადი და მნიშვნელოვანი, ჩემი აზრით, ამ მიმართულებით არის იმ ტიპის კანონმდებლობის შემუშავება, რომელიც უზრუნველყოფს წინა წლებში საკუთრების თუ ადამიანის სხვა ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების აღდგენას თითოეული მოქალაქისთვის და ასევე იმ საკანონმდებლო გარანტიების შექმნას, რომ მსგავსი რამ სხვა დროს აღარ განმეორდეს”, – განაცხადა პაატა კიკნაველიძემ.
პაატა კიკნაველიძე: შევეცდებით მოსახლეობას საკანონმდებლო გარანტიები შევუქმნათ

-
07.11.2026 შეიარაღებულმა პირმა კრაკოვის მთავარ მოედანზე ოთხი ქალი და ორი კაცი მოკლა -
07.11.2026 საქართველოს ისტორიაზე და დამოუკიდებლობაზე გაკეთებული განცხადებების გამო თბილისში რუსი მეცნიერის გამოსვლა გაუქმდა -
07.11.2026 “გამოიჩინეთ ჰუმანურობა და ანახეთ ირაკლის შვილები” – ლექსო თამაზაშვილი -
07.11.2026 აფხაზეთში ქართული წიგნის გამო სკანდალია – ავტორს შესვლა აუკრძალეს -
06.11.2026 რუსეთი მტერი არაა, წარმატებას ვუსურვებ ბატონ ბიძინას — ოთარ ფარცხალაძე -
06.11.2026 საპატრიარქო: კაზინოებისთვის დაწესბულ შეღავათებზე კითხვის დასმაც ვერ მოვასწარით