საფრანგეთში ლე პენის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყეს

საფრაგეთის რადიკალი მემარჯვენე პარტიის ლიდერის, მარი ლე პენის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. ინფორმაციას BBC ავრცელებს. საქმე ევროპარლამენტისაგან მიღებულ დაფინანსებას ეხება.

ევროპარლამენტი ეჭვობს, რომ დაახლოებით 5 მლნ. ევრო დაიხარჯა მარი ლე პენის “ეროვნული ფრონტის” მხარდამჭერებზე საფრანგეთში. ეს თანხა კი ევროპარლამენტის წევრებისთვის იყო განკუთვნილი.

“ეროვნული ფრონტი” ბრალდებას უარყოფს. ლე პენი აცხადებს, რომ გამოძიება პოლიტიკურადაა მოტივირებული.

მარი ლე პენი საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში იღებდა მონაწილეობას. ის ემანუელ მაკრონთან დამარცხდა.