სოციალურად დაუცველებმა მერიასთან გზა გადაკეტეს

აქციის მონაწილეებს მერიის კულტურისა და სოციალური მომსახურების სამსახურის უფროსი მამუკა ქაცარავა და მისი წარმომადგენლები შეხვდნენ. მამუკა ქაცარავას განცხადებით, მერია იმ პრობლემებს ვერ მოაგვარებს, რაც მათ კომპეტენციაში არ შედის:

 

“ჩვენი კომპეტენცია არ არის ფართების დაკანონება, არც კანალიზაციის გაწმენდა, თუმცა მერია შეეცდება შეძლებისდაგვარად დაეხმაროს სოციალურად დაუცველებს, როგორც კანალიზაციის გაწმენდაში, ასევე შევეცდებით მივაწოდოთ საყოფაცხოვრებო ნივთები”, – განაცხადა მამუკა ქაცარავამ.

 

აქცია ამ დრომდე მიმდინარეობს, გზის გათავისუფლებას შეეცადა პოლიცია და მერიის ინფორმაციით ამ დროისთვის მოძრაობა ნაწილობრივ აღდგა.