გლდანში კორპუსიდან გადმოვარდნის შედეგად ბავშვი დაიღუპა

თბილისში, საცხოვრებელი კორპუსიდან გადმოვარდნის შედეგად მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა. შემთხვევა გლდანში მოხდა.  როგორც “ნეტგაზეთს” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.