ავლაბარში საეჭვო საგნის გამო გამნაღმველები გამოიძახეს

თბილისში, ავლაბარში, შეტყობინების საფუძველზე გამნაღმველებს ელოდებიან. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის პერიმეტრი დაცულია. უწყებაში აცხადებენ, რომ გამნაღმველების გამოძახების მიზეზი  საეჭვო საგანი გახდა. დამატებით დეტალებზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ჯერჯერობით არ საუბრობენ.