ქუთაისის “სასწრაფოს” ექიმების აქცია პარლამენტთან

მოქმედი სასწრაფო დახმარების სამსახური სადაზღვევო კომპანია „ალდაგის” საკუთრებაა.  აქციის მონაწილეების მტკიცებით, ისინი ალტერნატიული სასწრაფო დახმარების სამსახურს ქმნიან, რომელიც ქალაქის მერიას დაექვემდებარება: 

 

მედიკოსების აქცია

„ჩვენი გათავისუფლება ალდაგს უკავშირდება. ახალი სასწრაფოს შექმნა ავტომატურად გამოიწვევს გათავისუფლებული ხალხის დაბრუნებას, რადგან სამსახურს 5 თერაპიული და ორი რეანიმაციული ბრიგადა ეყოლება. სამსახური სასწრაფოს იმ ძველ შენობაში განთავსდება, რომელიც ახლა უფუნქციოდ არის დატოვებული. მერიაში ალტერნატიული სასწრაფოს პროექტი უკვე შეტანილია და მისი განხილვა მიმდინარეობს,“ – ამბობს აქციის მონაწილე ნანა გულბანი.

 

მედიკოსები პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტს მათი მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ. ამ აქციის მონაწილებს ქუთაისის ყოფილი მერი და საპარლამენტო უმცირესობის წევრი გია თევდორაძე შეხვდა:

 

“აღნი­ნული შენობა ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა, ხელისუფლებას ­შეუძლია გადასცეს მათ. ეს პრობლემა ხელისუფლების მოსაგვარებელია.”­